სს „გლობალ ერთი“  VoIP  სატელეფონო ნომრებს გთავაზობთ, რომლის საშუალებით ხდება ინფორმაციის გადაცემა  IP ტექნოლოგიის მეშვეობით.  ხმოვანი სიგნალი ციფრულ მონაცემად გარდაიქმნება და მომხმარებელს საშუალება ეძლევა მიიღოს მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურება ყველგან, სადაც ინტერნეტია, რაც  VoIP მომსახურებას უნივერსალურს ხდის.

უპირატესობები:

  • მომსახურების მაღალი ხარისხი;
  • დაბალი ტარიფები;
  • მრავალარხიანი ნომრები;
  • უფასო საუბარი შიდა ქსელში;
  • ხმოვანი სიგნალის გავრცელების კონტროლი (IVR);
  • მარტივი ინსტალაცია ;
  • მრავალარხიანი ნომრები;
  • ნომრის ამომცნობი;
  • ხმოვანი შეტყობინება;
  • ზარის გადამისამართება;
  • საკონფერენციო კავშირი.
  • პერსონალური მენეჯერის მომსახურება;
  • 24/7 ცხელი ხაზი 2 43 77 74

მომსახურების გაწევის წესები და ტარიფები

ნომრის დადგმის საფასური – 120 ლარიდან;

სააბონენტო გადასახადი ყოველთვიურად 5 ლარი;

წუთის ფასი ფიქსირებულ ქსელებზე –  4 თეთრი;

წუთის ფასი შიდა ქსელში – უფასო;

ზარები აღირიცხება და დაანგარიშდება 1-წამიანი სიზუსტით;

ნომრის დადგმის  საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთ) სამუშაო დღეში;

სააბონენტოს გადასახადის  გადახდა ხორციელდება ყოველ თვე, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა;

სააბონენტოს გადაუხდელობის შემთხვევაში,ნომერი იზღუდება ცალმხრივად და შეზღუდული არის 60 დღე;

დავალიანების გადახდისას მომსახურების აღდგენა ხორციელდება არაუგვიანეს 1(ერთი) სამუშაო დღისა.

სააბონენტოს გადაუხდელობისას, მომსახურების შესაძლო შეზღუდვაზე შეტყობინებიდან არა უადრეს სამი დღისა   იზღუდება მომსახურება; მომსახურება იზღუდება მხოლოდ  სამუშაო  დღის წინა სამუშაო დღეს.“

ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება    შეზღუდვიდან  60  დღის შემდეგ;

მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შემთხვევაში, ხდება  შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის  მიწოდება ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;

ნომრის დეტალურის ამონაბეჭდის  მიღება შეუძლია მხოლოდ ნომრის  მფლობელს;

მიმდინარე თვის გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდი გაიცემა მოთხოვნის დღესვე უფასოდ.

მიმდინარე თვის შემავალი ზარების, ასევე წინა თვეების შემავალი, გამავალი ან შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდის გაიცემა მოთხოვნიდან 2 (ორ) სამუშაო დღეში, თითო გვერდის საფასური 50 თეთრი;

ნომრის პორტირება უფასოა და მისი განხორციელება შესაძლებელია 3 სამუშაო დღეში.   ამ დროს მომხმარებელს სატელეფონო მომსახურება არ ეზღუდება.

დაწვრილებითი პირობების გასაცნობათ იხ. ხელშეკრულება

გადახდა შესაძლებელია:

  • საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკში
  • სწრაფი გადახდის აპარატებით
  • ინტერნეტ- ბანკინგით

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

Tel:+ (995 32) 243 91 43; + (995 32) 243 91 23;

E-mail: sales@global-erty.net