გარანტირებული კავშირი გარესამყაროსთან

ჩვენ ვაკავშირებთ ადამიანებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი – სახლში, სამსახურში, სახელმწიფო სტრუქტურებში  თუ მობილურებთან.

საერთაშორისო პატრნიორის მხარდაჭერით, რომელიც იყენებს  ახალი ტიპის HYLAS თანამგზავრულ სადგურებს, შესაძლებელი გახდა საქართველოში სატელიტური კომუნიკაციის მეშვეობით მაღალი ხარისხის უწყვეტი სატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდება.

ჩვენი სერვისები აღწევს ხარისხისა და მოქნილობის ისეთ მაღალ დონეს, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიოს ტელეკომუნიკაციის ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი.

ჩვენი ტექნოლოგია იყენებს  ყველაზე მაღალ სიხშირეს სატელიტური კომუნიკაციის მეშვეობით დიდი მოცულობის მონაცემთა გადაცემისათვის ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. მას აქვს დაშვება ორბიტალურ სეგმენტსა და Ka-დიაპაზონის სიხშირეებზე, რომელიც სრულიად საკმარისია საკომუნიკაციო ბაზრის ასათვისებლად საქართველოში.

satelite-001

გამოყენებული ტექნოლოგია

არსებული ტექნოლოგიის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე მომწოდებლს ინვესტირებული აქვს  1.2 მლრდ. დოლარი, რომელიც მოიცავს სატელიტურ თანამგზავრებს, მიწისზედა თანამგზავრულ სადგურებს, დატა – ცენტრებსა და ბოჭკოვან-ოპტიკურ  ქსელს.

 სისტემა დაფუძნებულია უნიკალურ, დაცულ, დაპატენტებულ „ქლაუდის“ ტიპის სამომხმარებლო ინტერფეისზე.

 ჩვენი პარტნიორის მიერ ორბიტაზე განთავსებულია სამი თანამგზავრი და მიმდინარეობს სამუშაოები კიდევ ორი თანამგზავრის გასაშვებად (დაფინანსებულია სრულიად).

სივრცითი საშუალებები

გეოსტაციონარული თანამგზავრები მოძრაობენ დედამიწის გარშემო უშუალოდ ეკვატორის თავზე, 35,800კმ სიმაღლეზე. გამოყენებული სატელიტების რაოდენობა, რომელიც იმუშავებს ურთიერთხელშეშლის გარეშე, გეოსტაციონარულ ორბიტებზე სასრულია და შესაბამისად სპექტრი – ძალზე ფასეული. ორბიტალური სეგმენტები და სპექტრი იმართება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების ITU მიერ (გაეროს ნაწილი). რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რეგისტრირებულს ენიჭება შესაბამისი სეგმენტით სარგებლობის უფლება შეუზღდუდავი დროით.

მიწისზედა საშუალებები

სატელიტური სარეზერვო მიწისზედა საკომუნიკაციო სადგურები (Gateway Earth Stations – “GES”) განთავსებულია დიდ ბრიტანეთში, კვიპროსში, გერმანიასა და  თურქეთში.

სამომავლოდ იგეგმება ანალოგიური სადგურების ამუშავება სამხრეთ აფრიკასა და ნიგერიაში ჰაილას 3-სა და ჰაილას 4-ის  მხარდასაჭერად.

მიწისზედა ინფრასტრუქტურაში  ინვესტირებულია 60მილიონი დოლარი,  პირველადი

კაპიტალური დანახარჯები ძირითადად გაწეულ იქნა:

  • ანტენებზე;
  • დატა ცენტრებსა და საშუალებებზე;
  • სატელიტური კომუნიკაციის მოწყობილობებზე.
  • მუშაობა ექსპლუატაციის რეჟიმში 99,99% -ით. რეზერვირების წყალობით / ყოველგვარი გაუმართაობის გარეშე.
  • პირდაპირი ჩართვები მსოფლიოს წამყვან ინტერნეტმომწოდებლებთან: LINX, DE-CIX and AMS-IX.

საერთაშორისო ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელი  და მიწისზედა საკომუნიკაციო სადგურები (GES)

  • ძირითადი საერთაშორისო ქსელი მიწისზედა საკომუნიკაციო სადგურისა და მოქნილი ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელი მომხმარებლების მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს.
  • ორმაგი რეზერვირება ფართო ტერიტორიაზე გაშლილი მიწისზედა საკომუნიკაციო სადგურები არაპარალელურ მოქნილობას უზრუნველყოფს.
  • ქსელის ტოპოლოგია ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელი მოქნილობასა და რეზერვირებას უზრუნველყოფს ტოპოლოგია „ვარსკვლავის“ წყალობით , რაც გულისხმობს ნებისმიერი ლინკის დაზიანების/დაკარგვის შემთვევაში აბონენტებისათვის მუდმივ კავშირს ხარვეზების გარეშე.
  • სარეზერვო ქსელი მრავლობითი სარეზერვო წრედები თითოეული მიწისზედა სადგურიდან დამატებით მოქნილობასა და რეზერვირებას უზრუნველყოფს.

satelite-002

 

როგორ მუშობს ჩვენი ტექნოლოგია

  • ტექნოლოგია იყენებს მაღალსიხშირულ Ka-დიაპაზონის სპექტრს (31 გჰც-მდე).
  • ეს საშუალებას აძლევს მაღალი გამტარუნარიანობის მქონე თანამგზავრებს გადასცენ ათჯერ უფრო მეტი მონაცემები/ერთ თანამგზავრზე, წინამორბედ სისტემებთან შედარებით, რაც არსებითად ამცირებს მომხმარებლის ხარჯებს და ქმნის დიდ მიზანმიმართულ ბაზარს. მაგალითისათვის , მომწოდებლის ქსელს შეუძლია უზრუნველყოს:
  • ჩამოტვირთვის სიჩქარე 380მგბტ/წმ-მდე;
  • 80%-მდე ფასების შემცირება, წინამორბედ სატელიტურ სისტემებთან შედარებით;
  • ჩვენი ტექნოლოგია ხარისხითა და  მოქნილობით გამოირჩევა კონკურენტებისგან.
  • ხარისხი: ქსელი აგებულია ტელეკომუნიკაციის მომხმარებლებისთვის და შეუძლია პროდუქტიულად იმუშაოს უწყვეტ რეჟიმში – პროდუქტიულობა შეადგენს დღე–ღამეში – 99,99%–ს.
  • მოქნილობა: „ქლაუდზე“აგებული სამომხმარებლო ინტერფეისი.

satelite-003

ხარისხი

სრული დაფარვა

  • საქართველოს ტერიტორიის 100% დაფარვა , სხივების ნაკადები ერთანეთს გადაფარავენ , მაშასადამე ქვეყნის შიგნით არ არის დაუფარავი ადგილები.
  • მაღალი სპექტრული  სიმჭიდროვე, მომხმარებლისათვის განსათავსებლად მოსახერხებელი, კომპაქტური  მოწყობილობა
  • ტერმინალი მომხმარებლისთვის სერვისის მისაწოდებლად ყველაზე იაფი, მომხიბვლავი და ეფექტური საშუალებაა.

გონიერი  სხივების ნაკადი

  • სხივების ნაკადები ეშვება ერთ მიწისზედა საკომუნიკაციო სადგურზე შესაბამის ქვეყანასა ან რეგიონში.
  • ქვეყნის შიგნით სერვისის მისაღებად პროვაიდერი მუშაობს ერთი ჰაბის მეშვეობით.

ვრცელ ტერიტორიაზე გაშლილი ქსელი მოქნილობას უზრუნველყოფს

  • სარეზერვო მიწისზედა საკომუნიკაციო სადგური მუშაობს რა ექსპლუატაციის უწყვეტ რეჟიმში, სადგურების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. კვების გათიშვით გამოწვეული სერვისის წყვეტები გამორიცხულია.

გლობალ ერთის სატელიტური ინტერნეტის უპირატესობებია:

✔   სწრაფი განთავსება – მონტაჟი/დემონტაჟი (კომპაქტური მოწყობილობა);

✔   ორგანიზების ხელმისაწვდომი ფასი საკაბელო ან რადიოსარელეო კავშირთან შედარებით ;

✔   საქართველოს რეგიონის სრული დაფარვა – სერვისის მიღება საქართველოს ნებისმიერ წერტილში;

✔   მოქნილობა, სტაბილურობა, საიმედობა (ევროპის ტერიტორიაზე გაშლილი მომწოდებლის მიწისზედა თანამგზავრული სადგურები მრავლობითი ჩართვის წერტილებით ურთიერთდაკავშრებულია ბოჭკოვან-ოპტიკური მოქნილი სარეზერვო ქსელით);

✔   ყოველთვიური ღირებულება განისაზღვრება მეგაბაიტების მოცულობების მიხედვით და დაყოფილია წინასწარგანსაზღვრულ პაკეტებად. მომხმარებელი თავიდანვე ირჩევს პაკეტს ინდივიდუალური საჭიროებისა და შესაძლებლობის შესაბამისად.

✔   სტატიკური IP მისამართის ორგანიზებისშესაძლებლობა – ასევე  სხვა დამატებითი სატელიტური  სატელეკომუნიკაციო სერვისებით (IP ტელეფონია, CCTV, VPN და ა.შ.) უზრუნველყოფა მოთხოვნის შემთხვევაში .

✔   ჩამოტვირთვის სიჩქარე 15მბტ/წმ-მდე, ატვირთვის სიჩქარე 2მბტ/წმ-მდე.

✔  ღამის საათებში ( 10pm-5am UTC – ჩვენი [GMT+4] დროით 02:00-09:00) მოხმარება უფასოა და არ აკლდება პაკეტის ლიმიტს.

✔  სატელიტურ მოწყობილობა მუშაობს მზის ენერგიაზეც (სამუშაო რეჟიმის უზრუნველსაყოფად ადგილზე საჭიროა დენის წყაროს არსებობა).

✔   24/7 ტექნიკური მხარდაჭერა.

  • ჩვენ ვაკავშირებთ ადამიანებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
  • ჩვენ ვემსახურებით მათ ყველგან: სახლებში, სამსახურში, სახელმწიფო სტრუქტურებში თუ მობილურებთან.
  • ჩვენ ვახორციელებთ ამას ჩვენი საიმედო მომწოდებლის მხარდაჭერით.
  • ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ქსელში, რომელიც აწოდებს უწყვეტ  ინტერნეტს მსლოფიოს მოსახლეობის 27%-ს.
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ ხარისხისა და მოქნილობის ისეთ მაღალ დონეს, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიოს ტელეკომუნიკაციის ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი.
  • ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, რათა არცერთი რეგიონი, ბიზნეს მომხმარებელი თუ აბონენტი არ დარჩეს  საიმედო სტაბილური ტელეკომუნიკაციის გარეშე.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ  საჭირო სერვისის აღწერილობა და მიწოდების ადგილი (GPS კოორდინატები) , რის შემდეგაც ჩვენ დროის უმოკლეს ვადაში მოგაწვდით თქვენთვის საჭირო სერვისის ერთჯერად და ყოველთვიურ ღირებულებებს.

გააკეთეთ სწორი არჩევანი და მიიღეთ მაღალი ხარისხის, უწყვეტი სატელეკომუნიკაციო სერვისები იქ, სადაც ეს დღემდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ!


საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ.თბილისი, 0177
ვაჟა-ფშაველას გამზ.#45
ტელეფონი : (995 32)  243-91-43
(995 32)  243-77-76
ფაქსი : (995 32) 243-98-08
E-mail: info@global-erty.net
tech_dep@global-erty.net
www.global-erty.net